რეზერვაციის თანამშრომელი

რეზერვაციის თანამშრომელი

რეზერვაციის თანამშრომელი

კრისტალ ჰოტელ & სპა

ჩვენ ვეძებთ რეზერვაციების გუნდში ახალ თანამშრომელს შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსეშვილის N7

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა სისტემებიდან ჯავშნების მიღება და პროგრამული ასახვა
  • ინვოისების მომზადება და დასტურის წერილების გაგზავნა
  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება
  • სასტუმროს მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • FINA – ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია com – სა და Expedia – ზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპი-HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

ხელფასი

გამოცდილებიდან გამომდინარე

ლოკაცია

თბილისი

გამოცდილება

სასურველია

განათლება

დადების თარიღი

02/10/2024

გამოგზავნეთ თვენი რეზიუმე