კრისტალის საკურორტო ზონის საბაგირო ხაზები ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ. თქვენ მოხვდებით ალპურ ზონაში, საიდანაც შეძლებთ დატკბეთ პანორამული ხედებით 360 გრადუსით.
პირველი გონდოლებიანი საბაგიროთი კაფე სქაილაინთან მოხვდებით, სადაც შეგიძლიათ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძების დაგემოვნება.
მეორე საბაგირო, რომელიც დახურული და სავარძლებიანია, ტობოგანთან ადის, სადაც ადრენალინის მოყვარულები შეძლებთ ახალი თავგადასავალი მოიწყოთ.
მესამე სავარძლებიანი საბაგირო კი კრისტალის პარკში აგიყვანთ – გამორჩეულ რეკრეაციულ სივრცეში დასვენებისა და ოჯახური აქტივობებისთვის;
1500 მეტრის სიგრძის ტობოგანი კი არის ატრაქციონი, რომელიც ექსტრემის მოყვარულებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.
გონდოლებიანი საბაგიროს ზედა სადგურის მიმდებარედ განთავსებულია კაფე სქაილაინი.
ნახევრად დახურული საბაგირო ხაზი მდებარეობს, გონდოლებიანი საბაგიროს ზედა სადგურის მიმდებარედ, მისი საშუალებით შესაძლებელია კრისტალი ტობოგანთან მოხვედრა.
კრისტალ პარკის საბაგირო ხაზი – ღია საბაგირო ხაზი, რომლის მეშვეობითაც სტუმრები ატრაქციონების პარკამდე შეძლებენ ასვლას
Сrystal Hotel & SPA-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კაფე-რესტორანი, ლაუნჯი გრაუნდითა და ლობი ბარით. აქ ყველაფერია თქვენი კომფორტული და იდეალური დასვენებისთვის. კაფე- რესტრონები სტუმრებს სთავაზობს ქართულ-ევროპულ სამზარეულოს, სასიამოვნო გარემოსა და კომფორტულ დასვენებას.
კრისტალის საბავშვო გასართობი სივრცე გთავაზობთ მრავალფეროვან და უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის, რათა მათ შეძლონ ითამაშონ, განვითარდნენ და მხიარულად გაატარონ დრო სასტუმრო კრისტალში.
საბავშო ზონაში დაგხვდებათ:
კრისტალის საკურორტო ზონის განსაკუთრებული ხიბლი საკუთარი სასრიალო ტრასებია, რომელთა საერთო სიგრძე ჯამში 12 000 მეტრზე მეტია. სასრიალო ტრასებზე თხილამურებზე სრიალის გარდა შეგიძლია ისარგებლოთ და ისრიალოთ საციგურაო მოედანზე.
რაც მთავარია ჩვენთანვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გაქირავების სერვისით.