კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში.
კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში, განთავსებულია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკურორტო ზონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები, 1500 მეტრის სიგრძის ტობოგანი, 12კმ სიგრძის სათხილამურო ტრასები გათოვლიანების სისტემითა და ღამის სრიალის შესაძლებლობით, კრისტალ პარკის 500-მეტრიანი საბაგირო, ინსტრუქტორების სერვისი, ყინულის მოედანი, სასრიალო ინვენტარის გაქირავება, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, კაფე- რესტორნები, ბარები. სასტუმროში ასევე არის ფიტნეს დარბაზი როგორც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის, ისე პროფესიონალთა სპორტული შეკრებებისთვის.
სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამითა და სპა პროცედურებით.
კრისტალ ჰოტელ & სპა-ში იდეალურად დასვენების ყველა წინაპირობაა: კეთილმოწყობილი ნომრები, მაღალი ხარისხის მომსახურება, მოხერხებული ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები და სხვა.