ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

гостиница Кристалл Бакуриани
კრისტალ ჰოტელ & სპა

 

სასტუმრო კრისტალში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის  მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის / ღამის ცვლა

ანაზღაურება: 1200 + ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება – ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • პროგრამა „ფინაში“ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.

 

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

ხელფასი

1200+

ლოკაცია

ბაკურიანი

გამოცდილება

განათლება

უმაღლესი

დადების თარიღი

23/09/2024

გამოგზავნეთ თვენი რეზიუმე