დიასახლისი

დიასახლისი

დიასახლისი

гостиница Кристалл Бакуриани
კრისტალ ჰოტელ & სპა

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი: 09:30 – 18:30, 1 საათი შესვენება. დასვენება კვირაში 1 დღე

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროცედურებისა და სტანდარეტბის შესაბამისად სასტუმროს ოთახების, მისაღების, კორიდორების და სხვა ტერიტორიების დასუფთავება.
  • დასუფავების ყოველდღიური რუტინის სქემის შესრულება;
  • შემუშავებული დასუფთავების გეგმის შესრულება;
  • ქიმიკატებისა და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა;
  • მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სასტუმროს დასუფთავების სამსახურის მენეჯერის დავალებების შესრულება;
  • შენობის სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • მასზედ მიბარებული ინვენტარის მოვლა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული უნარები:

  • მოწესრიგებული და ჰიგიენური;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული და ორგანიზებული;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
  • დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

 

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის.

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • ინდივიდუალური გასაუბრება HR მენეჯერთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

კრისტალ ჯგუფი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

ხელფასი

1000

ლოკაცია

ბაკურიანი

გამოცდილება

სასურველია

განათლება

დადების თარიღი

21/10/2024

გამოგზავნეთ თვენი რეზიუმე