კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში, კრისტალის საკურორტო ზონაში.
კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკურორტო ზონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები, 1500 მეტრის სიგრძის ტობოგანი, 12 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფე-ბარები, სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის და ა.შ.
სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამით და სპა პროცედურებით.
სასტუმროში კარგად და ბედნიერად დასვენების ყველა წინაპირობაა: დახვეწილი დიზაინის ნომრები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, პრაქტიკული ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები და სხვა.
თხილამურების გაქირავება სასრიალო ტრასები და საბაგირო ხაზები
დახურული აუზები და სპა სერვისები
ყველა ტიპის დამსვენებელზე მორგებული ობიექტები
ყინულის მოედანი და სნოუ თუბინგი