დასვენების დროს დატკბით სასიამოვნო მასაჟით, რომელიც დაეხმარება კუნთოვანი სისტემის რელაქსაციას თხილამურებზე სრიალის ინტენსიური დღის შემდეგ!
კლასიკური მასაჟი: ხელს უწყობს ტკივილისა და დაძაბულობის გაქრობას. მსუბუქი მკუმშავი ილეთები ჩვენს მიერ შერჩეული ზეთების ეფექტთან კომბინაციაში უზრუნველყოფენ სხეულის ან ცალკეული ზონის (თავი, საყელოს ზონა, ზურგი) სრულ რელაქსაციას.
60 წთ - 100 GEL/ 30 წთ (ზონების მიხედვით) 50 GEL
ფიტნეს-მასაჟი:სპეციალურად შემუშავებულია იმ კუნთების დასამუშავებლად, რომლებიც აქტურად მონაწილეობენ ყოველდღიურ სპორტულ ვარჯიშებში. ამ მასაჟში გამოიყენება შვედური ტექნიკა, და ასევე პასიური გაწელვის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას და ამზადებს სხეულს შემდგომი ფიზიკური აქტიურობისთვის.
60 წთ - 150 GEL
ანტისტრესი არომათერაპიით: ინდივიდუალური თერაპიული მასაჟი მთელი სხეულისთვის, რომელიც ხელს უწყობს ბლოკების მოხნას და ორგანიზმში ენერგეტიკული ნაკადების სტიმულირებას. მანუალური თერაპიისა და არომათერაპიის ტექნიკების კომბინაციისას, თერაპევტი მუშაობს ჩაკრის თითოეულ ზონასთან და ახორციელებს ორგანიზმის ენერგეტიკულ მხარდაჭერას.
60 წთ - 130 GEL
ლიმფოდრენაჟი: ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას, აქრობს შეშუპებებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
60 წთ – 110GEL
ანტიცელულიტური მასაჟი: აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს შლაკები, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის მიმოქცევას, ამასთან ერთად, ნელა შლის ე.წ. „ფორთოხლის ქერქს“.
70 წთ - 120 GEL / 30 წთ (ზონების მიხედვით) - 70 GEL
ფეხის რეფლექსოგენური მასაჟი: ორგანიზმზე ზემოქმედების უნიკალური მეთოდი ფეხებზე განლაგებული რეფლექსოგენური ზონების სტიმულაციის მეშვეობით.
40 წთ - 60 GEL
მასაჟი ლომი-ლომი: ჰავაის მასაჟი ლომი-ლომი წარმოადგენს მასაჟის ერთ-ერთ უძველეს სახეობას. ეს მასაჟი გამოიყენებოდა გაწმენდის, გაძლიერების და განკურნების მიზნით. იგი დაკავშირებულია აღმოსავლურ წარმოდგენებთან სხეულისა და სულისკვეთების შესახებ.
60 წთ - 100 GEL/ 30 წთ (ზონების მიხედვით) 50 GEL
ტრადიციული მასაჟებისთვის გთავაზობთ შეარჩიოთ თქვენი საყვარელი სამასაჟო ზეთი ან კრემი.